გურჯაანში მამაკაცის ცხედარი არხში იპოვეს
მეზობლების ინფორმაციით, 68 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არხში ბანაობის დროს დაიხრჩო.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კახეთის სამაშველო სამსახური.
ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.