ახალი ამბები

ხვალიდან კახეთის ზოგ ქალაქში ანალოგური საეთერო სიგნალი გაითიშება

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელ ივლისს, 10:00 საათზე, ანალოგური სიგნალი გაითიშება საგარეჯოში. 25 აგვისტოს, 10:00 საათზე, ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და თელავში, აგრეთვე, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობასთან დაკავშირებული სიახლეები გადაამოწმოთ სააგენტოს ვებ (www.digitaltv.ge) და სოციალურ (www.facebook.com/Digitaltv.ge) გვერდებზე.