ახალი ამბები

1 ივლისს თელავის რამდენიმე ქუჩას ენერგომომარაგება შეეზღუდება

უწყებაში აცხადებენ, რომ ენერგოდისტრიბუციის ქსელის ექსპლუატაციის სამსახური 10 კვ-იან ელექტორგადამცემ ხაზზე განახორციელებს ,,საავადმყოფო“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც ქალაქ თელავის მოსახლეობის ნაწილს დროებით ენერგომომარაგება შეუწყდება.
,,მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 1 ივლისს ენერგომომარაგება შეეზღუდება ელექტორგადამცემ ხაზზე ,,საავადმყოფო“ მიერთებულ ქ. თელავის შემდეგ ქუჩებს : ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათალიკოსის, გორკის, ერეკლე-მეორის (ნაწილს), 26 მაისის, ჩოხელის, სააკაძის, ალადაშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, ბოჭორიშვილის, დავით რექტორის, უნივერსიტეტის (ნაწილს), თაყაიშვილის, ზუზუმბოს კორპუსებს და თავისუფლების მოედანს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებს ენერგომომარაგება აღუდგება”,- განმარტავენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.