გარდაცვლილი ლაგოდეხელი სამხედროს ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
,,ჩემს ძმას სამომავლო გეგმები ჰქონდა და ცოლის მოყვანას აპირებდა. სიკვდილამდე ჩემს ძმას სოფელში ჩამოსვლაზე ესაუბრა. ასე რომ გამორიცხულია, რომ თავი მოეკლა. აარანაირი მიზეზი ამისი არ ჰქონდა”, – აცახდებს გარდაცვლილის და.
ჯარისკაცის მამის განცხადებით, ეჭვს იწვევს ის გარემოებები, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვეტს, რომელ უწყებას მიმართავს.
გარდაცვლილი 22 წლის გივი კირკიტაძე წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანიდან არის. იგი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
რიგითი კირკიტაძე თოკით ჩამომხრჩვალი კრწანისის სასწავლო ცენტრის გადასახვევთან, მიტოვებულ შენობაში თავად ჯარისკაცებმა იპოვეს.