პრემიერმა შესაბამის უწყებებს კახელი ფერმერების საკითხის შესწავლა დაავალა
შესაბამისი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის სარჩელის საფუძველზე, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. მთავრობის მეთაურის დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შესწავლაში, უკვე ჩაერთო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
რამდენიმე ფერმერმა დახმარებისათვის პრემიერს გუშინ მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წელს გვალვის დაზარალების გამო მიწის გადასახადის გადახდა ვეღარ შეძლეს. დაზარალებული გლეხების განცხადებით, მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა და სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები სტიქიური უბედურების ზონად არ გამოაცხადა. ფერმერების ნაწილს ანგარიშებზე ინკასო აქვს დადებული, უძრავ-მოძრავი ქონება კი დაყადაღებულია და მისი გაყიდვა იწყება.
დაზარალებულები სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.