ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრისთვის 100 000 დოლარი გამოიყოფა
დაცული ტერიტორიების სააგენტო ფონდ “ქართუს’’ წარუდგენს ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქციის გეგმასა და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომელიც მომზადდა „კავკასიის ბუნების ფონდის“ დახმარებით.
სამშენებლო პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრისთვის 100 000 დოლარი გამოიყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდისა და ფონდ “ქართუს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.