გურჯაანში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სპეციალურად ამ დღისთვის ბაზართან მდებარე კიბე ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: ,,კიბის ადაპტირება სიმბოლურია, რომ მოხდეს ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისება და შემოუერთდნენ ამ ინიციატივას”, – აცხადებენ გამგეობაში.
1995 წლის 14 ივნისს, საქართველოში, მიიღეს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ. მას შემდეგ აღინიშნება შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე.