სუბარის უწყებამ კახეთში მცხოვრებ ეკომიგრანტებს სახლები შეუძინა
სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სოფელ ტიბაანსა და ვაქირში ორ ეკომიგრანტ – ემზარ ხელაშვილის და ია ლეგაშვილის ოჯახებს სახლები შეუძინა.
სიღნაღში სტუმრობისას მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სამინისტროს მიერ შესყიდული სახლებიც დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.