ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი დღეს კახეთს დატოვებს

სცენაზე ოლიმპიური ცეცხლი თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ აიტანა. ესტაფეტაში კახეთის რეგიონის გამოჩენილი სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები იღებდნენ მონაწილეობას.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიანმა ყველა მეჩირაღდნეს სიგელები გადასცა და მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ისტორიული დღე მიულოცა.
“ოლიმპიური ცეცხლი თელავშია. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, ოლიმპიური თამაშების სიმბოლო საქართველოს ყველა ოჯაში შემოვიდა. კახეთი დიდი შემართებით, ზეიმით შეხვდა ცეცხლს. მინდა მივულოცო ეს ისტორიული მომენტი კახეთის მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ესტაფეტის შემდეგი ლოკაცია ყაზბეგია.