ახალი ამბები

თელავში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალი მოიცავს: ხალხური სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისგან (2016 წელი). დასკვინით ტურის ფარგლებში, ლაურეანტების დაჯილდოვება და გალაკონცერტი გაიმართება. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლებიც გამარჯვებულებს გადასცემენ I, II და III ხარისხის დიპლომებს, ასევე ფულად პრემიას. 


გიგა ჩაბრაშვილი, ფესტივალის დამსწრე:
,,საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფესტივალს უკვე 80 წელია ატარებს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორცილება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად”.
ფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს ფოლკლორში არსებული ვითარება, რაც ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას და საზოგადოებისათვის გაცნობას.