ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი საგარეჯოშია

ღონისძიებაში 150-მდე მოხალისე იყო ჩართული. საგარეჯოს მოსახლეობას სცენიდან სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა მიმართეს.
საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა. 14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.
26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე, დიდ კაულდრონში ცეცხლი აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.