ახალი ამბები

კახეთში სეტყვის 700 კმ2 ფართობის ღრუბლის ფრონტი დამუშავდა

უწყების ინფორმაციით, სსსტც “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ 16:10 საათიდან 17:00 საათამდე ღრუბლების მიმართულებით განახორციელა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლები.
“დელტაში” აცხადებენ, რომ სეტყვის ღრუბელი ასევე განვითარდა ახმეტის რაიონში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა კუცახთა-საკობიანო-დუისის მონაკვეთს. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ აღნიშნული პროცესი წარმატებით შეაჩერა სოფელ ჩართალას მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ზონაში შემოსვლამდე.
“მიუხედავად იმისა, რომ სისტემა მუშაობს სატესტო რეჟიმში, ღრუბლის დამუშავების შედეგად, უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 2/3-ზე მეტი ჩამოიცალა წვიმის სახით”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ჯაბა ლომთაძემ.
“დელტას” ცნობით, სეტყვა მოვიდა მხოლოდ სოფელ ფშაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სეტყვის მარცვლების ზომა მოსალოდნელი 20 მმ დიამეტრის ნაცვლად, მხოლოდ 5-10 მმ-ის მცირე ზომის მარცვლებს წარმოადგენდა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.