თელავში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
დისკუსიას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.,, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის, კოტე კანდელაკის განცხადებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული კანონპროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირება:
,,ვიმსჯელეთ თვითმმართველობის კანონის ერთ-ერთ თავში, ,,მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს მრავალ ახალ დამატებით ფორმას. მოქალაქეებს შეეძლებათ აქტიურად ჩაერთონ, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ვიდრე აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად შევა, ვხვდებით მოსახლეობას რათა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და შენიშვნები, რის შემდეგაც პარლამენტს კანონპროექტის განხილვების პროცესში მივაწვდით აღნიშნულ ინიციატივებს რათა მივიღოთ სრულყოფილი კანონი,’’– განუცხადა knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.