ახალი ამბები

თესაუს სტუდენტებმა ყველაზე ორიგინალური ნომრისათვის პირველი ადგილი მოიპოვეს

კონკურსი სტუდენტთა შორის სხვადასხვა ნომინაციაში გამოცხადდა. სპეციალურმა ჟიურიმ, ბაღდათში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ორიგინალური ნომრისათვის პირველი ადგილი მიანიჭა. გამარჯვებული ნომრის სცენარის ავტორი და რეჟისორია მსახიობი მაკა გრემელაშვილი. 
სტუდენტური დღეები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 20 აპრილიდან მიმდინარეობს. ღონისძიებებში საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.