ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, გასაუბრება დღეს დაიწყო და ხვალ, 28 მაისს დასრულდება:
,,12 ვაკანტური ადგილიდან 1 საკრებულოში, ხოლო 11 მერიაშია გამოცხადებული. გასაუბრებაზე გამოცხადებული 73 პირიდან მოხდება საუკეთესო კანდიდატების შერჩევა, რომლებსაც შესაბამის თანამდებობეზე ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაამტკიცებს,’’– განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.