ახალი ამბები

დედოფლისწყაროში არსებული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

გიორგი შუხოშვილის თქმით, ნაგავსაყრელი, რომელიც 60986.19 მ² ფართობს მოიცავს 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე 80 მ³ ნარჩენი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.
მისივე თქმით, შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დედოფლისწყაროს პოლიგონი 2013 წლიდან გადაეცა, რომელიც სტანდარტების შეუსაბამოდ ოპერირებდა და ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად. 
,,ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა, ტერიტორია არ იყო შემორობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ , მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა განახორციელა, მოაწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციისთვის. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით.
განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 000 ლარი დაიხარჯა”– განაცხადა გიორგი შუხოშვილმა.