კახეთში მამის მიერ ნაცემი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
რაც შეეხება, მეორე დაშავებულს – ორწელიწადნახევრის ბიჭს მიღებული აქვს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა.
მესამე დაზარალებული კი – 4 წლის ბიჭი რეგიონის ერთ-ერთ რაიონულ საავადმყოფოში რჩება. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სოფელში გუშინ მოხდა. მამაკაცი, რომელმაც ბავშვები სასტიკად სცემა, დაკავებულია. ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მისთვის ორი ბავშვი მისი გერია, ერთი კი – შვილი. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.