სიღნაღში მოქალაქემ არარეგისტრირებული იარაღი ჩააბარა
“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონულ სამმართველოში სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მკვიდრმა, 1930 წელს დაბადებულმა გივი ო-მ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ქარხნული წესით დამზადებული, “მაკაროვის” სისტემის 2 პისტოლეტი, “სტეჩკინის” ტიპის “ა-პე-ეს”-ის კონსტრუქციის 1 პისტოლეტი მაყუჩით და კონდახით, 7 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ვახტანგ გომელაურის უწყების განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.