ჭიკაანის მოსახლეობა სოფლის საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საუბარია 17 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც ნაწილი საკრებულომ, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, უკვე გაასხვისა. ჭიკაანის მოსახლეობა ამბობს, რომ თუ პრივატიზაცია არ შეჩერდა, სოფელი საძოვრის გარეშე დარჩება, აქციის მონაწილეები უკვე გასხვისებული ფართობის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უპასუხეს. საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძის განმარტებით, თუ სოფლის მოსახლეობა გასხვისებული მიწის გამოსყიდვას შეძლებს, მესაკუთრე მზად არის სოფელს აღნიშნული ფართობი დაუბრუნოს.
ინფორმაციას ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.