თელავში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება მათი განათლების გზით. ღონისძიებას საზეიმოდ დაიხურავს ჯგუფი Goofy Land.
ფესტივალი ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს მოსახლოების ფონდისა და თელავის მერიის ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ. თელავის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება ერეკლე მეორის მოედანზე, დასაწყისი 13:00 საათზე.