სტატიები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საბავშვო ბაღების თანამშრომლები ერთმანეთს უპირისპირდებიან

აღმზრდელის საშულო ხელფასი 240 ლარს შეადგენს და საარსებო მინიმუმს დაახლოებით 30 ლარით ჩამორჩება. საგარეჯოს მე-2 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, ნინო პატაშურმა თა­ნამშრომლების სახელით გამგებელს ხელფასის მომატების მოთხოვნით 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე მიმართა, თუმცა საბიუჯეტო სახსრე­ბის ნაკლებობის მიზეზით მათთვის ანაზღაურების მომატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. პატაშურის მტკიცებით, ამ მოთხოვნის დაფი­ქსირების შემდეგ თანამშრომლებს გათავისუფლებით და ჯგუფების შემცირებით დაემუქრნენ:
„გამგებელთან პირადად შევედი და ხელფასების მომატება ვთხოვე. მან კი­თხრა, რომ ბიუჯეტში არ არის თანხაო. მე ვუთხარი, როგორ არ არის მეთქი. თუ ასეთი ღარიბი რაიონია, ზუსტად დეკემბერში პრემიები დარიგდა 120 000 ლარის ოდენობით და თან 10 ადამიანზე. გარდა მაგისა, 36 შტატი დაამატეს და თუ არ არის ბიუჯეტში თანხა, საიდან უნდა გადაუხადონ მათ ეს თანხა. არა და ბიუჯეტში როგორ შეიძლება არ იყოს თანხა. სერიოზული ბუნებრივი რესურსი გააჩნია საგარე­ჯოს. როდესაც გამგებლის ოთახიდან გამოვედი, წამოვიდა ზეწოლა გამგები­დანაც და გაერთიანებიდანაც. სამუშაო საათებში მოგვიწია ბაღი­დან გასვლა. ჩვენს მენეჯერს დაურეკეს, რომ არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვათო და ისიც მოთხოვეს, რომ გაეფორმებინა ბრძანება, სამუშაო საათებში როგორ გავიდაო და გა­ათავისუფლეთო“, – აცხადებს ნინო პატაშური.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვა­ნელისაგან ზეწოლის შესახებ საუ­ბრობს ამავე საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი, თეა თედიაშვილიც:
„ხელზე ვიღებ 217 ლარს. როდესაც დავინტერესდი, რატომ მაქვს ასეთი დაბალი ხელფასი, მაშინ როდესაც ჯგუფის მასწავლებელს, ფსიქოლოგს ჩემზე მეტი ანაზღაურება აქვთ. როდესაც ჩემი პრეტენზია დავაფი­ქსირე, ბაღის გაერთიანების ხელმძღ­ვანელმა უკმაყოფილება გამოხატა და მითხრა, რატომ თქვიო. სამსახურიდან გაგათავისუფლებო“, – აცხადებს თეა თედიაშვილი.
მისი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტს მიზერული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მე-2 ბაღის მენეჯერს მზია ბეჟიტაშვილს დაურეკა და მოს­თხოვა, თანამშრომლებისათვის ჟურ­ნალისტებთან ამ საკითხის შესახებ საუბარი აეკრძალა.
„ბაღების გაერთიანების ხელმძღვა­ნელმა შემოგვითვალა, გაჩუმდით თო­რემ სამსახურიდან გაგათავისუფლე­ბთო“, – აცხადებს თეა თედიაშვილი.
საგარეჯოს საბავშვო ბაღების თა­ნამშრომლებმა 50%-ით მომატებუ­ლი ხელფასები წინასააღდგომოდ, ერთჯერადად, პრემიის სახით აიღეს. საგარეჯოს მე-2 საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანაშემწე, ნანა ბე­ჟიაშვილი ვარაუდობს, რომ პრემია იმ მიზნით ჩაერიცხათ, რომ მიზერული ანაზღაურების გამო უკმაყოფილება აღარ გამოეხატათ:
„ვართ 9-დან 5 საათამდე. ხშირად 6-ის ნახევრამდეც გვიწევს ყოფნა. გურ­ჯაანში მოუმატეს ხელფასი. აღმზრ­დელის თანაშემწე ხელზე 300 ლარს იღებენ. როდესაც თანამშრომლებმა­დავწერეთ ხგანცხადება, ზეწოლა იყო ერთ-ერთ თანამშრომელზე, რატომ გავიდა სამუშაო საათებშიო. პრემიე­ბსაც თითქმის არ გვაძლევენ. ეხლა სააღდგომოდ მოგვცეს ხელფასის ნახევარი. პრემია იმიტომ მოგვცეს, რომ გავჩუმებულიყავით“, – განმარტავს ნანა ბეჟიაშვილი.
ხელფასების მომატებას ითხო­ვენ საგარეჯოს 1-ლი ბაღის თანამ­შრომლები. ბაღის პერსონალი აცხა­დებს, რომ მიზერული ანაზღაურების გამო უამრავი პრობლემა ექმნებათ და ამის გამო ბანკი უარს ამბობს სესხის გაცემაზე, რის გამოც ისინი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას ვერ ახერ­ხებენ. აღმზრდელი ნინო ოზგელდო­ვა განმარტავს, რომ საკრებულოს თხოვნის მიუხედავად გამგებელი თანამშრომლებისათვის შრომის ანა­ზღაურების გაზრდის წინააღმდეგია:
„ჩვენ კიდევ არა გვიჭირს 246 ლარი გვაქვს. რადგან ამ ოდენობის ხელფასი მაქვს, ბანკი მაძლევს კრედიტს. ჩვენს თანაშემწეებს აქვს 200 ლარის ოდენო­ბის ხელფასი. როდესაც მათ საყო­ფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა უნდათ ან მედიკამენტოზური მკურნალობა ან სხვა რაიმე და სურთ კრედიტის გამოტანა, ბანკი ასეთ დაბალ ხელფა­ზე არ გასცემს სესხს. ჩვენ მივმართეთ საკრებულოს და თინათინ ხიდაშელს, რომელთანაც პირადად შეხვედრას ვითხოვდით. საკრებულომ გვითხრა, რომ უნდა მოგვმატებოდა, მაგრამ­გამგებელმა უარი განაცხადა. ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა“, – აღნიშნავს ნინო ოზგელდოვა.
ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის თანაშემწე, ვენერა საგინაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გა­მგებელს, გიორგი გზირიშვილს ხელ­ფასების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს და მოითხოვს, რომ შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმს მაინც გაუთანაბრდეს. საგინაშვილი გამგებელს უყურადღებობაშიც ადა­ნაშაულებს და აცახდეს, რომ გიორგი გზირიშვილი მათი პრობლემით არა­სოდეს დაინტერესებულა:
„მანამდე წინასაარჩევნოდ დიდი დაპირება იყო, რომ ოღონდ მხარი დაგვიჭირეთ და ხელფასებს მოგიმატე­ბთ. დაიმედებული ვიყავით, რომ სანამ ბიუჯეტი დამტკიცდებოდა, ხელფასს მოგვიმატებდნენ. ისიც კი გვითხრეს, რომ 50% თუ არა 30% მაინც მოგე­მატებათო, მაგრამ ყველაფერმა ისე ჩაიარა.  გამგებელი ამბობს, ჩვენ არაფერს დავპირებულვართო. ერთხელ მო­სულიყო, დაინტერესებულიყო ჩვენი პრობლემით და ეკითხა, რა გიჭირთ დარატომ დაობთო. ჩვენს ქუჩაზე ადის და ჩადის. ხომ უნდა მოსულიყო და ეკითხა. თავის თანამშრომლებს როგორ მოუმატა ხელფასები? რის საფუძველზე? თვითონ რა გააკეთა რომ მოვიდა? მარტო კაბინეტი ჩაი­ბარა? ჩვენ კი მართლა ვმუშაობთ. საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს და იმ მცირეოდენს ვითხოვთ“, – აღნიშნავს ვენერა საგინაშვილი.
სკოლამდელი დაწესებულების პერსონალი ითხოვს განმარტებას, რომ თუ სახელფასო ზრდისათვის ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა, როგორ გამოიყო საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისათვის ოთხი თვის განმავლობაში პრემიის სახით 200 000 ათასი ლარი:
„როდესაც ბიუჯეტი შედგა, იმედი გვქონდა, მოგვემატებოდა ხელფასი, მაგრამ ანაზღაურების მომატებას ვინ ჩივის? ხელფასი იანვრის თვეში დაგ­ვიგვიანეს შეგნებულად და ავიღეთ 31 იანვარს. შესაბამისად პრობლემების შეგვექმნა ბანკში და დაგვიანების გამო გადავიხადეთ ჯარიმა. ამის შემდეგ ხელფასის მომატე­ბის მოთხოვნით კვლავ მივმართეთ გამგებელს და თან უთხარით, რომ გურჯაანში თანამშრომლებს ხელფასი მოემატათ. მან გვითხრა, რომ ამჟამად ბიუჯეტში არ არის თანხებიო. არა და როგორ არ იყო, დეკემბრის თვეში და სააღდგომოდაც მთლიანობაში გამოწერეს დაახლოებით 200 000 ლარი პრემია“, – აღნიშნავს 1-ლი ბაღის თანამშრომელი, მანანა კახელიშვილი.
საგარეჯოს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ელზა გილაშვილი აცახდებს, რომ აღნიშნულ თანამ­დებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ სკოლამდელი დაწესებულების პერ­სონალს ხელფასი 50%-ით მოემატა და ამჟამად კი ბიუჯეტში არსებული თანხის სიმცირის გამო მათთვის შრო­მის ანაზრაურების გაზრდა ვერ ხერხ­დება რაც შეეხება თანამშრომლებზე ზეწოლას. ელზა გილაშვილი თა­ნამშრომლებზე მუქარის ფაქტებსა და ჯგუფების შესაძლო შემცირებას უარყოფს და მათ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:
„2013 წელს სახელმწიფომ გამოგ­ვიყო ტრანსფერი და ერთ ჯერზე გაე­ზარდათ 30%-ით, შემდეგ – 20%-ით. ნამდვილად დაბალი აქვთ ხელფასი. არ არის საკმარისი და მითუმეტეს ამ პირობებში, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ეს თანხა. თქვენ მკითხეთ თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ. ეგ ყველაფერი ტყუ­ლია. ჯგუფების შემცირებაზე ნამდვი­ლა არ არის საუბარი. ნამდვილად არ მინდა ჯგუფი შევამცირო. მე-2 ბაღში არ არის იმის საშუალება, რომ 7 ჯგუფი მოთავსდეს. მე მაგათ მაგას ვეუბნები.  მენეჯერს ვუთხარი, რომ თხოვნით მოგვმართოს და ჩვენ გამგეობასთან ვუ­შუამდგომლოთ, რომ რაღაც საშუალე­ბა გამოიძებნოს. ბავშვები დარბაზში სხედან. ჯგუფი არ აქვთ“, – განმარტავს ელზა გილაშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბაღის თანამშრომლე­ბს ხელფასის მომატების პირობას აზლევს, მაგრამ არა ახლო მომავლის პერსპექტივით. გზირიშვილის განმარტავს, რომ ბაღის პერსონალის ხელფასების მომატებისათვის ადგილობრივ ბიუ­ჯეტში საკმარისი თანხა არ არის. ამასთანავე გიორგი გზირიშვილი ეხმაურება თანამშრომლებზე ზეწო­ლის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას და პერსონალისგან კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს:
„ამ ეტაპზე ეს საკითხი განხილვის საგანია. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთა და მარტო ბაღები არ არის. აქედან გამომდინარე, როგორც კი ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ აუცილებლად მოვუ­მატებთ მათ ხელფასს. რაც შეეხება ზეწოლას. დამისახე­ლონ კონკრეტული პიროვნებები და მივიღებ შესაბამის ზომებს“, – აცხადებს გიორგი გზირიშვილი.
მაშინ როდესაც გზირიშვილი სა­ბიუჯეტო სახსრების ნაკლებობაზე საუბრობს, წინასაახალწლოდ და სააღდგომოდ გამგეობისა და საკრე­ბულოს თანამშრომლებისათვის 203 000 ლარი გამოიყო. იმ შემთხვევაში თუ შრომის ანა­ზღაურების ზრდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაღის პერსონალი გაფიცვითა და მასობრივი საპროტეს­ტო აქციებით იმუქრება.

გიორგი გზირიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი