ახალი ამბები

გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. “წალკა აგრო” სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება.