ახალი ამბები

ფერმერები, რომლებიც მიწას ამუშავებენ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

დანელიას ინფორმაციით, უახლოეს თვენახევარ-ორ თვეში გახდება ცნობილი და ამ საკითხის ირგვლივ ფართო მსჯელობა დაიწყება. ამასთან, მინისტრი აზუსტებს, რომ საუბარი არ არის ჯარიმების დაწესებაზე იმ პირთათვის, ვინც მის საკუთრებაში არსებულ მიწას არ ამუშავებს.
„ეს არ გახლავთ ჯარიმა, ეს გახლავთ დიფერენცირებული სატარიფო მიდგომა იმიტომ რომ მას, ვინც მიწაზე მუშაობს და რეალურად ამუშავებს ამ მიწას მიზნობრივად, რადგანაც ეს არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, ექნება გაცილებით უკეთესი ტარიფი, ვიდრე იმას, ვინც რეალურად არ იყენებს ამ მიწას და არც არავის აძლევს საშუალებას რომ ეს მიწა შესაბამისად დამუშავდეს,“ – აღნიშნა დანელიამ და დააზუსტა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ შეეხება მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს, რომ აქ უფრო მსხვილ მასივებზეა საუბარი.