ახალი ამბები

გომბორის გზის მონაკვეთები მწყობრიდან გამოვიდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 2008-2010 წელს 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. სესხი ქვეყანამ 20 წლის ვადაში უნდა დაფაროს. 
გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს გარანტია მისცა, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა.
თუმცა გზის ექსპლუატაციაში შესვლიდანვე დაახლოებით 1 თვეში ასფალტს მიწის ფენების გადაადგილების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. 
ბოლო დროს კი 2 კილომეტრიანი მაგისტრალი იმდენად დაზიანდა, რომ შეუძლებელი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ამის გამო ახალი ასფალტი დაიგო. 
ინფორმაციას რადიო ,,ჰერეთი” ავრცელებს.