კახეთის მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მისაღები სივრცე მოეწყო
როგორც კახეთის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ცენტრის ინტერიერი სააგენტოს ბრენდირებული ინვენტარის და კორპორაციული სტილის გამოყენებით მოეწყო. მათივე თქმით, ,,მოქალაქეთა მომსახურების სივრცე 35 მ2ჶს შეადგენს, სადაც განლაგებულია სამი სამუშაო მაგიდა. კვალიფიციური კონსულტანტები კი მოქალაქეებს ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სააგენტოს ინფორმაციითვე, სივრცეში ასევე მოწყობილია მოქალაქეების მოსაცდელი კუთხე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე საპრივატიზებო და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ობიექტების ფოტოკოლაჟისა და ვიდეორგოლების ნახვა:
„განახლებული მოქალაქეთა მომსახურების სივრცე საკმაოდ მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის. განსაკუთრებულად მომწონს მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორზე განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ვიდეო კოლაჟის ყურება. დარწმუნებული ვარ, კახეთის მომსახურების ცენტრის როლი მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის,“ – აცხადებს კახეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეკა თოდაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ“ 2013 წლიდან დაიწყო მომსახურების ერთიან სტანდარტზე მუშაობა და დანერგვა.
აღნიშნული პროცესი გულისხმობს ისეთ ორგანიზაციულ პროცესებს, როგორიც არის სისტემის რესტრუქტურიზაცია, ახალი სამუშაო პროცედურების დანერგვა და არსებულის ოპტიმიზაცია. ცვლილებები შეეხო მოქალაქეთა მომსახურების ნაწილსაც.