ახალი ამბები

ახმეტაში ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი გაიმართება

ყოველწლიური რეგიონული ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორები არიან მწერალთა დამოუკიდებელ გაერთიანება “კავშირ პოეტურ ორდენ მარადახალი ქნარი,” ,”მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები” და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური. ფესტივალს აფინანსებს თბილისის მერია. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ლექსობა-კაფიაობის ნიჭით დაჯილდოებულ მოქალაქეებს. ფესტივალის მონაწილეები წაიკითხავენ ექსპრონტად მოგონილ ლექსებს. ფესტივალზე მოწვეული იქნებიან ქართული ხალხური ესტრადის ცნობილი შემსრუბლები. 
პოეტებსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხონ ლექსები. ფესტივალის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელი.
ფესტივალზე, ასევე, გაიმართება მუზეუმის ისტორიულ-კულტურული ექსპონატების გამოფენა.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი კვეტერა და კოპალის სალოცავის ნიში. ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია. დედაქალაქიდან მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.