სიღნაღში პოლიკლინიკა გაიხსნა
სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე (ყოფილი რაიკავშირის შენობაში), კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ, პოლიკლინიკისთვის განკუთვნილი ოთახები გარემონტდა, რაც ჯამში 20 000 ლარი დაჯდა. პოლიკლინიკაში მოქალაქეებს სხვადასხვა პროფილის ექიმები – ოჯახის ექიმი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, ქირურგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნევროპათოლოგი და ნევროპათოლოგი მოემსახურებიან. პოლიკლინიკაში განთავსდა ექოსკოპიის და ლაბორატორიის კაბინეტებიც. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მოემსახურება მანქანა, რომელიც მათ სტაციონარში გადაადგილებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.