ლაგოდეხში 9 მილიონიანი პროექტი დაიწყო
კომპანიის წარმომადგენლის დავით გეგენავას ინფორმაციით, იგეგმება 108 კილომეტრიანი ხაზის გამოცვლა, 3 ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, ახალი რეზერვუარის აშენება და ძველების რეაბილიტაცია. გეგენავა ამბობს, რომ პროექტი 1 წელიწადში და 8 თვეში დასრულდება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ განაცხადა, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ლაგოდეხში სპეციალურ ტექნიკას ჩამოიყვანენ, რომელიც პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ბარბაქაძე ამბობს, რომ “ლაგოდეხის მოსახლეობა სუფთა წყალს მიიღებს”.
ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.