ახმეტაში სოფლები დაიტბორა
მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული ზიანიც მიადგა. ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, გამგეობაში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც სტიიქისგან მიყენებული ზარალის შესწავლას დაიწყებს.
,,წყალდიდობის გამო სოფელ ბირკიანში დაზიანდა გაბიონები, რაიონში ერთი სამანქანე ხიდი თითქმის მთლიანად დაინგრა. წყალმა გაბიონების ნაწილი მთლიანად წაიღო”.
გამგებლის ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, უამინდობამ პანკისის ხეობის ხუთი სოფელი, მატანი, ქვემო და ზემო ალვანი ყველაზე მეტად დააზარალა. მისივე ცნობით, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.