ქვემო ალვანში ცხვრის ფარის გადარჩენა შეძლეს
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დროული რეაგირებით მოხერხდა ცხვრების მდინარიდან გამოყვანა. შეგახსენებთ, რომ ახმეტაში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. მდინარე ალაზანის ადიდებამ სოფლებში სასოფლო სამეურნეო სავარგულები და საგაზაფხულო ნათესები დატბორა. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.