ბუშეტში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური პრობლემები იყო. მამაკაცმა თავის მოკვლა ადრეც სცადა – საწამლავი დალია, თუმცა მაშინ მისი გარადჩენა მოხერხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.