ახალი ამბები

ლაგოდეხში გუბერნატორის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა

ეს შეხვედრა მედიისთვის დაიხურა, თუმცა შიოლაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხებს სწავლობს.
გუბერნატორის განცხადებით, ის დაინტერესებულია გაეცნოს ტენდერების მიმდინარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხს. შიოლაშვილისვე თქმით, მსგავსი “სამუშაო შეხვედრები” მას კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ექნება.
ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.