ახალი ამბები

თურქეთიდან ცოცხალი ფრინველის, ხორცის და კვერცხის იმპორტი შეიზღუდა

შესაბამისად, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტების (ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი) იმპორტი შეიზღუდა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და იმპორტიორებს. 
სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს თურქეთიდან უკვე იმპორტირებულ პროდუქციაზეც განახორციელებს.