ახალი ამბები

თელავში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმსჯელეს

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის დაწყების მსურველი ქალების გაძლიერებას. ,,პოლიტიკის კვლევის ცენტრის” პროგრამების მენეჯერის, ირინა გურულის თქმით, შეხვედრაზე ბიზნეს იდეების დამუშავებასა და პროექტის წერის საკითხებზეც იმსჯელეს:
მისივე განცხადებით, ბიზნეს იდეების დამუშავების შემდეგ ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათი ბიზნესის გაფართოვებას შეუწყობს ხელს:
,,პროექტი მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებასა და ბიზნეს გეგმის წერის უნარჩვევების გამომუშავებას. დაინტერესებულ ქალ მეწარმეებს ეძლევათ საშუალება, შეავსონ საგრანტო განაცხადი და წარმოადგინონ ბიზნეს გეგმა. საუკეთესო იდეა დაფინანსდება 1000 ლარამდე ოდენობის გრანტით. ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს 4 ქალაქში და დაგეგმილი გვაქვს 8 მცირე პროექტის დაფინანსება. აღნიშნული ბიზნეს გეგმის წარდგენის ბოლო ვადა 30 მაისია ,”– განუცხადა knews.ge-ს ირინა გურულმა.
პროექტი შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.