წინანდალში „თოფუზმა“ სტარტი აიღო
ჩვენების დაწყებამდე, როგორც წინანდლის, ასევე იყალთოს კულტურის სახლის ეზოში თეატრალიზებული სანახაობა სპეციალურად პატარებისთვის გაიმართა, რის შემდეგაც სპეციალურიად მათი ასაკისთვის შექმნილი ანიმაციური ფილმი ნახეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ სვიმონიშვილის განცხადებით, ფესტივალი თელავიდან დაიწყო, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს:
,,ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც ტარდება ანიმაციური ფილმების ჩვენების ეგიდით, საქართველოს მასშტაბით გამართავს 21 ჩვენებას და დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ბათუმში ოქტომბერში.”
ანიმაციური განივითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზურა დიასამიძის განცხადებით, ფესტივალი ხელს უწყობს პროფესიონალური გამოცდილების გაზიარებას საქართველოსა და უცხოეთს შორის, ამ დარგში არსებული ახალი იდეების განვითარებას, ქართული ანიმაციური კინოს ინტეგრაციას მსოფლიოს კინო სამყაროში:
,,ფესტივალის მიზანია ანიმაციური კინოს პოპულარიზაცია ბავშვებში იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი კულტურული ღონისძიებები იშვიათად ტარდება”.