ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში გასაუბრების ეტაპი დასრულდა

გამოცხადებულ 46 ვაკანსიაზე ტესტირების ეტაპი 57-მა კონკურსანტმა გადალახა. 97-მა კონკურსანტმა კი ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.
,, 247 კონკურსანტიდან ტესტირებაზე არ გამოცხადდა 98 აპლიკანტი, 97 მათგანი ტესტირებაზე ჩაიჭრა, ხოლო მინიმალური ზღვარი 57-მა კანდიდატმა გადალახა, რომლებმაც გასაუბრება გაიარეს. იმ კონკურსანტებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ შედეგები, შეუძლიათ გაასაჩივრონ ტესტირების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ კონკურსი ხელმეორედ 2015 წლის 11 მარტს გამოცხადდა, აპლიკაციების მიღება კი 21 მარტს დასრულდა.