თელავის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ 12 ვაკანტურ ადგილზე 447 განაცხადი შევიდა
მისივე თქმით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და განაცხადების გადარჩევის შემდეგ ჩატარდება ტესტირების ეტაპი, გამარჯვებულები კი გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან.
,,წინა კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო, რამდენიმე პოზიციაზე ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან ვერ მოხდა სათანადო კადრის შერჩევა. ამიტომ ამ პოზიციებზე ახლიდან გამოცხადდა 12 პოზიციაზე კონკურსი, აქედან 1 – საკრებულოში, დანარჩენი კი – მერიაში. განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და 12 ვაკანსიაზე 447 განაცხადია შემოსული. მოხდება კონკურსანტების განაცხადების გადარჩევა, შემდეგ კი ჩატარდება ტესტირება, ”– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.