დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა აშენდება
გამგეობაში აცხადებენ, რომ მშენებლობას ს.ს. ” xxl საუკუნე” აწარმოებს სახელშეკრულებო თანხა კი 57785,89 ლარს შეადგენს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის თქმით, სამუშაოები 2015 წლის 9 მარტს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.
,,შენობის სახურავის ამორტიზირებულობა უფრო გამოიკვეთა მიმდინარე სამუშაოების შესრულების პერიოდში. საჭირო გახდა მისი სრული რეაბილიტაცია, რომელმაც გამოიწვია შიდა სამუშაოების შეჩერება სახურავის შეკეთებამდე. აქედან გამომდინარე, ობიექტის დასრულების ვადა სავარაუდოდ გადაიწევს 30-40 დღით.მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს ძველი შენობის რეაბილიტაცია, თუმცა მანამდე აქ ბიბლიოთეკა არ ყოფილა. აღნიშნულ ადგილზე სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებდა,”- განუცხადა Knews.ge-ს ზვიად ჯავახიშვილმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობა, სადაც ადრე სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებდა, გასხვისდა. ამ შენობაში დაცული 40 ათასამდე უნიკალური წიგნი კი არასათანადო პირობებში ინახებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები სათანადო ადგილას ინახება.
,,ველოდებით ახალი ბიბლიოთეკის გახსნას, რომ ნორმალურ პირობებში მოვათავსოთ წიგნები და მკითხველისათვისაც კომფორტული გარემო შევქმნათ. ფართი საკმარისია. წიგნებს დაზიანებისაგან დასაცავად სჭირდება გარკვეული პირობები, რისთვისაც ბიბლიოთეკის”, – განუცხადა Knews.ge-ს ზვიად ჯავახიშვილმა.