თელავის ბიბლიოთეკამ ამერიკის კუთხის კოორდინატორის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ამერიკული კუთხის კოორდინატორი თელავში კოორდინირებს, დაგეგმავს და ორგანიზებას გაუწევს ამერიკული კუთხის აქტივობებს. გარდა ამისა, ამერიკული კუთხის კოორდინატორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და დაწესებულებებს, ადგილობრივი ორგანიზაციებს, ფირმებსა და სკოლებს შორის შუამავალი.
კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, ზოგადი ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, ამერიკული ღირებულებების, საზოგადოების, კულტურის, განათლებისა და პოლიტიკის შესახებ და სხვა უნარები.
,,ამერიკული კუთხე არის პატარა, ამერიკული სტილის ბიბლიოთეკა და პროგრამული ცენტრი, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ გაზარდოს ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამერიკის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. ამერიკული კუთხე პირებს სთავაზობს წიგნებს, CD-ROM-ებს, ვიდეოებს, ინტერნეტს, პროგრამებს და სხვადსახვა კლუბს. დაინტერესების შემთხვევაში პირს შეუძლია მოგვაწოდოს CV თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში,”- აცხადებენ თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში.