გურჯაანში აფეთქება მოხდა
შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლის შორენა ჯახუას განცხადებით, ასაფეთქეებელი მოწყობილობისა და აფეთქების მიზეზის დასადგენად ექსპერტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა.
„ვადასტურებ, რომ აფეთქება იყო, მაგრამ გამოძიება დაადგენს, აფეთქება რით იყო გამოწვეული. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც მომხდართან დაკავშირებით დაიკითხნენ. სამართალდამცავებმა მეზობლებიც დაკითხეს. როგორც თავად დაშავებულები აცხადებენ, დაჭრილები არ არიან. ისინი არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ, რადგან ამისი საჭიროება არ გამხდარა”, – განუცხადა Knews.ge-ს შორენა ჯახუამ.
გამოძიებას შს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.