თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება შეეზღუდება
სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებაა და ამიტომ გაითიშება ქვ/ს ,,წინანდალი“, რომელიც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიით ამარაგებს. სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
29 აპრილს 13-დან 14 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ვარდისუბანს, მშვიდობიანს, ბოლოკიანს, ნაინდროვალს, საქობოს და ჰერეთის კარს. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ აცხადებენ, რომ უწყება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 10 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზსა და სატრანსფორმატორო პუნქტებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
,,გარდა ამ სოფლებისა, ელექტროენერგიის მიწოდება ასევე 11:00 -დან 12:00 სთ-მდე შეუწყდება სოფლებს: ბაისუბანს და ახალუბანს. სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ სოფლებში ენერგომომარაგება აღდგება”, – აცხადებენ “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში”.