ახალი ამბები

საქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა

ამჟამად საწვავზე ვისოლის ქსელში ფასები ასე გამოიყურება: ეკო სუპერი – 1.99 ლარი, ეკო პრემიუმი – 1.94 ლარი; ეკო რეგულარი – 1.81 ლარი; ეკო დიზელი – 1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 – 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი. 
დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა “ლუკოილის” ქსელში არსებული ყველა პროდუქტი. ამჟამად “ლუკოილში” ევროსუპერი – 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი – 1.89 ლარი; ევრო რეგულარი – 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს. 26 აპრილიდან ფასებმა ყველა პროდუქტზე 5 თეთრით მოიმატა “სოკარშიც”. დღეს “სოკარში” სუპერის ღირებულება 1.99 ლარის, ნანო პრემიუმის – 1.89 ლარი; ევრო რეგულარის – 1.78 თეთრი; ნანო რეგულარის – 1.75 თეთრი, ნანო დიზელის – 1.76 ლარი, ევრო დიზელის – 1.94 ლარი.
“გალფში” საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესახლებელი: G-ფორცე პრემიუმი- 1.95 ლარი; G-ფორცე ევრო რეგულარი -1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი – 1.79 ლარი; G-ფორცე ევრო დიზელი – 1.95 ლარი; “რომპეტროლში” კი მომხმარებელი ეფიქსი სუპერ ევროს შეიძენს 1.99 ლარად, ეფიქსი ევრო პრემიუმს – 1.87 ლარად, ევრო რეგულარს -1.68 ლარად, ეფიქსი ევრო დიზელს – 1.89 ლარად, ხოლო ევრო დიზელს – 1.74 ლარად. ინფორმაციას ,,bpn” ავრცელებს.