ახალი ამბები

ჯგუფი, რომელსაც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდები გადაჰყავს, საქართველოში არ იმყოფება

იზორიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას კონკრეტული ინფორმაციები აქვს, რომლებსაც მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება. 
“როდესაც ვამბობთ, რომ ინტენტიურად ვმუშაობთ, ბუნებრივია, გარკვეული შედეგებიც არის. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული მუშაობა იმ პირთა დადგენის მიზნით, რომლებიც ჩართულები არიან ამაში. რასაკვირველია, გვაქვს კონკრეტული ინფორმაციებიც, მაგრამ ამას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება და ამაზე სიახლეებს ახლო მომავალში გაიგებთ. იმ ჯგუფის წევრები საქართველოში, რომლებიც პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადაყვანას უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან,”, – განაცხადა იზორიამ.