ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენელმა სააღდგომო პრემია ბიუჯეტში დააბრუნა
ნუცა პაპავას თანამდებობრივი სარგო 1000 ლარს შეადგენს.
„ერთი თვეა, რაც ვმუშაობ და ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე პრემია არმეკუთვნის. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც იმსახურებდა ჩემი პრემიით დაჯიდოვებას. ჩავთვალე, რომ გამგეობას გაეპარა შეცდომა, რომელიც მე გამოვასწორე. ასე ვიქცევი ყოველთვის და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ეს ხმამაღლა არც მითქვამს. დავმალე ეს ფაქტი და არ ვიცი, თქვენამდე საიდან მოაღწია ამ ფაქტმა“, – განუცხადა Knews.ge-ს ნუცა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ჩინოვნიკებმა პრემიები გამოიწერეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო დანამატებისათვის 170 000 ლარი გამოიყო.