ლევან იზორია – გურჯაანის ინციდენტების გამოძიების შედეგებს საზოგადოება მალე გაიგებს
“კონკრეტული ფაქტის, ან ინფორმაციის საფუძველზე პროცესუალურად უფლებამოსილი ვართ, გამოძიება დავიწყოთ. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა. სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტის მიმართ კვალიფიკაციას. როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, გამოძიება დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, როგორც კი დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები იქნება, საზოგადოება ამ გამოძიების შედეგებს გაიგებს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.