ყვარლის გამგეობა 31 ათას ლარიან მიკროავტობუსს შეიძენს
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით, მიკროავტობუსის შეძენაზე ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა.
,,წინა წლიდან ეს თანხა გადმოგვყვა, რადგან იმ კომპანიამ, რომელმაც გაიმარჯვა, არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა,”-განუცხადა რადიო ,,ჰერეთს” ოთარ ბუჯიაშვილმა.