ჩეხეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
მონაწილეებს სადეგუსტაციოდ სხვადასხვა ქართული კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები წარედგინათ. მოწვეულ სტუმართა შორის ქართველი ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და ჟურნალისტები იყვნენ.
დეგუსტაცია გაიმართა ჰოლანდიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში არსებული იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის (CBI) ინიციატივით, პრაღის ღვინის აკადემიასა და ჩეხეთის სომელიეების ასოციაციის ხელშეწყობით.