სტატიები

თელავის ქუჩებში მოლბერტები განთავსდება

პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 მოლბერტის დამზადება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებსა და პარკებში განთავსდება. საბჭოს წევრებმა იდეა დაამუშავეს და ინიციატივა თელავის მერს წარუდგინეს. პროექტს, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მერია 8000 ლარით დააფინანსებს.
,, ,ახალგაზრდული საბჭოს” წევრებმა წარმოგვიდგინეს რამდენიმე საინტერესო პროექტი, შევჩერდით ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც ქალაქისთვის საკმაოდ ინოვაციურია. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე მოლბერტებით ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენას. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც მისასალმებელია. ძალიან მნიშნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები თავად გვაწვდიან იდეებსა და ინიციატივებს თუ რისი შეცვლა სურთ ქალაქში”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ. 
თელავის მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი დასამტკიცებლად თვის ბოლო კვირას საკრებულოს წარედგინება.
24 აპრილს, თბილისში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ შედეგების პრეზენტაციაც გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ია ანთაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველოს რეფორმამ და არჩეული მერების მზადყოფნამ შექმნა თანამშრომლობის საფუძველი, ეფექტიანად ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, მათ შორის, ახალგაზრდებთან.
,,პროექტი განხორციელდა საქართველოს ხუთქალაქში: გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც ადგილობრივმა ახალგარდებმა წარმატებითი თანამშრომლეს მათი ქალაქის არჩეულ მერთან. თანამშრომლობის შედეგად ნაწილობრივ იცვლება ხუთივე ქალაქის იერსახე და ახალგაზრდების მერებთან თანამშრომლობა გადავიდა ინსტიტუციურ ნიადაგზე. ჩამოყალიბდა ოთხი ახალგაზრდული საბჭო, რომელთა განთითოეულიგორის, ახალციხის, თელავისა და ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანოა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა წარმოადგენეს მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები და ის კონკრეტული გეგმები, რომელთა განხორციელება ბევრად კომფორტულს და კრეატიულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში. მიგვაჩნია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნაყოფიერი თანამშრომლობა არჩეულ მერებსა და ახალგაზრდებს შორის პრეცედენტული და სანიმუშო შეიძლება გახდეს სხვა თვითმმართველი ქალაქებისთვისაც“, – აღნიშნა ანთაძემ. 
თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრების განცხადებით, ისინი სამომავლოდ აქტიურად აპირებენ ქალაქის მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
,,ჩვენმა მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა, კმაყოფილები ვართ რომ დაფინანსდება ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ახალია თელავისთვის. სამომავლოდ, შეიქმნა პრეცენდენტი, რომ ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ქალაქის მერიასთან“, – განაცხადა ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლიკა ყარაულაშვილმა. 
პროექტი განხორციელდა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.