თელავის მერიამ და საკრებულომ 12 ვაკანტურ ადილზე კონკურსი გამოაცხადა
კონკურსანტები განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან.
,,წინა კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო, რამდენიმე პოზიციაზე ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან ვერ მოხდა სათანადო კადრის შერჩევა. ამიტომ ამ პოზიციებზე ახლიდან გამოცხადდა 12 პოზიციაზე კონკურსი, აქედან 1 – საკრებულოში, დანარჩენი კი – მერიაში. განაცხადების მიღება 1 მაისამდე გაგძელდება, ”– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
შეგახსენებთ, თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზეwww.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.