გურჯაანში საშვილოსნოს ყელის კიბოს კონტროლის პროგრამა განხორციელდება
ამ მიზნით ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოება (ASCO) 24-25 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 35 ექიმისათვის ჩაატარებს სასწავლო კურსს “კიბოს კონტროლი პირველადი ჯანდაცვის რგოლში”. ტრენინგი ჩატარდება ფონდის, შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის და საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით.
,,სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია, კიბოს კონტროლის გაუმჯობესება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებით გზით ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: კიბოს პრევენცია და სკრინინგი, რეფერალი, ხელშემწყობი ზრუნვა და ა.შ. პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართვა კიბოს სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროცესში წარმოადგენს გურჯაანის რაიონში მიმდინარე პილოტური პროექტის ძირითად მიზანს. პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით,”- აცხადებენ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისში.
კიბოს კონტროლის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, კერძოდ კი კიბოს ორგანიზებული სკრინინგი, რეფერირება და პრევენცია საქართველოს კიბოს კონტროლის ეროვნული გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.